• tamuna oniani.blogger.com

Friday, April 16, 2010



1. პროექტის სახელი: ო, ეს საოცარი პირამიდები

2. პროექტის მოკლე აღწერა : პროექტის მონაწილეები იკვლევენ პირამიდების წარმოშობის ისტორიას, მათ ადგილმდებარეობას, არკვევენ ამ გეომეტრიული ფიგურის თვისებებს. მოიძიებენ მასალებს პირამიდებზე ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას. შეისწავლიანპირამიდებს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას.
გაარკვევენ როდის და სად აშენდა პირამიდები.
გამოიკვლევენ მას, როგორც გეომეტრიულ ფიგურას.
მოძიებული მასალების საფუძველზე გამოთვლიან ერთ-ერთი ცნობილი პირამიდის ზედაპირის ფართობს და მოცულობას.
შექმნიან პირამიდის მაკეტს და გამოთვლიან მის ზედაპირის ფართობს და მოცულობას.

გამოიკვლევენ, რა ასახვა ჰპოვა პირამიდებმა ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

შეაგროვებენ ფოტომასალას.

მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.

4. მონაწილეთა ასაკი / კლასები: 17 - 18წ. XIIკლასი

5. ვადები / ხანგრძლივობა: 2010წ იანვრიდან 3 - 4 თვის განმავლობაში, მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად შექმნილი გეგმის შესაბამისად.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე, ფიგურის მაკეტის შექმნა და ზომების დადგენა, ზუსტი გამოთვლების ჩატარება, ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.

7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პირამიდის მაკეტი, ფოტოალბომი, ჩანახატები, ბლოგი, გაიმართება ფოტოსურათების გამოფენა.

8. სარგებელი სხვებისთვის: გაიღრმავებენ ცოდნას პირამიდების, როგორც მსოფლიოს ერთ - ერთი საოცრების შესახებ, გაეცნობიან ეპოქას, როცა ხდებოდა მათი მშენებლობა, ფოტოგამოფენის და ბლოგის ნახვისას მიიღებენ ესთეტიურ სიამოვნებას.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა) ისტორია: გაეცნობიან ეპოქას, ადამიანთა წვლილს ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
ბ) გეოგრაფია: ამ ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა, კლიმატის გავლენა მასზე.
გ) ქართული ენა :ლიტერატურული ნაწარმოების ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა, ჩანახატის, ესსეს შექმნა, მსჯელობის უნარის განვითარება.
დ) მათემატიკა: ქმნის სივრცული ფიგურის მაკეტს, პოულობს მის ზომებს და და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
ე) ხელოვნება: ამ ადგილის ამსახველი ნახატების, კინოფილმების მოძიება და განხილვა, ფოტოგამოფენის მოწყობა.
ვ) ისტ: ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება,ისტ საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ბლოგის შექმნა.

11. პროექტის ფასილიტატორი: მანანა ტეფნაძე–ცუცქირიძე


12.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:mananatefnadze@gmail.com


13.პროექტის ვებ–გვერდი: http://mananatefnadze.blogspot.com/